ლატვიაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს "პირველი არხი" გარდაცვლილი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილი 52 წლის მამაკაცი. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცს გულთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ამიტომ კორონავირუსის გადატანა ვერ შეძლო.
გია გიორგაძე ლატვიაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ კომპანიაში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა. ბოლოს მან საქართველო 2020 წლის იანვარში დატოვა და უცხოეთში გაემგზავრა.
ოჯახის ინფორმაციით, მათთან აქტიურ კონტაქტზეა საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ცხედრის საქართველოში გადმოსვენება.