თურქეთში, გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 2 300-ით გაიზარდა, რაც აპრილის დასაწყისიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 110 ათასს გადააჭარბა.
ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა 99 ადამიანი. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა ავრცელებს.
მესამე დღეა ზედიზედ თურქეთში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ახალი შემთხვევების რიცხვს აღემატება.
"დღეს გამოვლინდა 2 357 ახალი შემთხვევა, სულ დაინფიცირებულია 110 130 ადამიანი. დავკარგეთ 99 პაციენტი, საერთო ჯამში გარდაცვლილია 2 805. დღეს გამოჯანმრთელდა 3 358 პაციენტი, სულ 29 140", - წერს ქოჯა მიკრობლოგ Twitter-ზე.
მისი თქმით, დაიკლო ინფიცირებულებთან კონტაქტების რაოდენობა, ამიტომ დღიური ტესტების რიცხვი 50-დან 30 ათასამდე შემცირდა.