საქართველოში კორონავირუსის ტესტი 11 504 ადამიანს ჩაუტარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 6 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 522.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.