იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 260 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 26 644 შეადგინა. ინფორმაციას სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს.
გარდაცვალების აღნიშნული მაჩვენებლი 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალია. მაშინ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 175 შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელდა 1 808 ადამიანი. საერთო ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 64 928-მდე გაიზარდა.
იტალიის მასშტაბით ეპიდემიის დაწყებიდან ინფიცირების 197 675 შემთხვევა გამოვლინდა.
კლებას განაგრძობს ინტენსიური თერაპიის პალატების პაციენტებისა და ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობაც.