ჟელეზნოგორსკისა და ლგოვის ეპისკოპოსი ბენიამინი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსეთის ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 55 წლის ეპიკოპოსი კურსკის რეგიონულ ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, სადაც მას კოვიდ-19-ით გამოწვეული ორმხრივი პნევმონია დაუდგინეს.