დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 413 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4 463-ით მოიმატა.
ამგვარად, ქვეყანაში COVID-19-ის მხვერპლთა რაოდენობამ 20 732 შეადგინა. ინფიცირების შემთხვევები კი 152 840-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 29 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა.
წინა 24 საათში კორონავირუსით 813 ადამიანი გარდაიცვალა.