პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაიფიცირებულა. აცხადებს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე. მეუფის განცხადებას "რუსთავი 2" ავრცელებს.
"განსაცდელია ჩვენი ცხოვრება, განსაცდელს ხან ვხედავთ, ხან ვერა. ქრისტიანი ხედავს განსაცდელს, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ არის, არაა მარტო და არ ეშინია. იმაზე მეტ სიმძიმეს არ დაადებს უფალი, რისი ტვირთვაც არ შეუძლია. ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით, პრემიერი რატომ ამბობს თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა.
თქვეს თბილისში ავად გახდაო, მაგრამ საინტერესოა, რისგან გახდა ავად? თუ ტაძარში, მაშინ ტაძარში გავრცელდებოდა. ტაძარში არც მოძღვრებს, მსახურებს და არც მრევლს არ გადადებია. ე.ი. გარედან მიიღო ეს, მაგრამ ვერ გადასცა ვერავის, არც იფიქრა მან, რომ გადაეცა. არ გავრცელდა, უფალმა დაიცვა ყველანი", - განაცხადა მეუფე იოანემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საერთო კოვზით ზიარების ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს.