საქართველოში COVID-19-ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 485 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე.
ქვეყანაში COVID-19-ის შედეგად გარდაცვლილია 6 პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი.