საქართველოში კორონავირუსით მეექვსე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია, მას თანმხლები დაავადებები აწუხებდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევა ფიქსირდება.