საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი, ნესტან კირთაძე ბაქოში სოციალისტური ინტერნაციონალის აღმოსავლეთ ევროპის, შავი ზღვის აუზისა და კავკასიის ქვეყნების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.
სხდომას სოციალისტური ინტერნაციონალის გენერალური მდივანი ლუის აიალა ხელმძღვნელობს.
საერთაშორისო შეხვედრის დღის წესრიგშია რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხობის პრობლემები; აგრეთვე, დისკუსია ბაქოს საერთაშორისო შეხვედრის მონაწილე ქვეყნებში არსებული მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
კირთაძე თბილისში 13 ოქტომბერს დაბრუნდება.