ბოლო 24 საათში, თურქთში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებით 106 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში კორონავირუსით სულ 2 706 ადამიანია დაღუპული.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 2 861-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი და ჯამში 107 773 შეადგინა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, თურქეთი მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს.