ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2858489-ს მიაღწია.
კორონავირუსით გარდაიცვალა 200 698 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 809 923 პაციენტი.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 456-ს აღწევს. გამოჯანრთელდა 139 პაციენტი. გარდაიცვალა 5 პაციენტი.