მსოფლიოში კორონავირუსისგან 800 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვეგბგვერდზეა გამოქვეყნებული.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 802 705-ს შეადგენს.
სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2 834 134 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 198 405 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.