ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 900 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა 51 ათასზე მეტი ადამიანი.
უნივერისტეტის ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 905 333-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 51 949-ს შეადგენს.
შეერთებული შტატები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.