საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 139 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 456 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 5.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5206 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.