ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის მხოლოდ 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრეთლდა 89 პაციენტი. გასულ ერთ დღეში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ 12 შემთხვევიდან 11 იმპორტირებულია, ერთი კი შიდაგადაცემაა, რომელიც ჰეილუნცზიანის პროვინციაში გამოვლინდა. ჩინეთში ამ დროისათვის 1 629 იმპორტირებული შემთხვევა ფიქსირდება.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 83 901 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 4 512 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 78 138 პაციენტი.