შეერთებული შტატები საქართველოს 64 მლნ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.
ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია", - აღნიშნულია განცხადებაში.