დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსით გარდაიცვალნენ ტყუპი დები, კეტი და ემა დევისები, ვირუსით დაინფიცირებიდან სამ დღეში. იუწყება BBC-ი.
37 წლის ბავშვთა ექთანი, კეტი დევისი ხუთშაბათს, საუთჰემპტონის საავამდყოფოში გარდაიცვალა. მისი ტყუპისცალი კი, ყოფილი მედდა, ემა დევისი იმავე საავადმყოფოში - პარასკევს.
"ისინი ყოველთვის ამბობნდნენ, რომ ერთად მოევლინნენ სამყაროს და ერთადვე დატოვებნენ მას", - თქვა ტყუპების დამ ზოი დევისმა.
ზოი დევისის თქმით, ტყუპები ერთად ცხოვრობდნენ და მათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდათ.
"სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ როგორი განსაკუთრებულები იყვნენ ისინი", - დასძინა ზოიმ.
ბრიტანეთში კორონავირუსით 50-მდე ექთანი დაიღუპა.