ესპანეთში, ანდალუზიის ავტონომიური გაერთიანების მცხორები ანა დელ ვალიე, რომელიც 1918 წელს ესპანური გრიპისგან სიკვდილს გადაურჩა, 106 წლის ასაკში COVID-19-ით დაავადდდა და გამოჯანმრთელებული კლინიკიდან რამდენიმე დღის წინ გაეწერა. ამის შესახებ გაზეთი Malaga Hoy წერს.
ანას ნათესავმა ქალმა სანჩესმა გამოცემას უთხრა, რომ ის 7 წლის იყო, როდესაც ესპანური გრიპით დაინფიცირდა. სანჩესის თქმით, ესპანური გრიპისგან გარდაიცვალა ანას და. თვითონ ანამ კი დაავადება მძიმე ფორმებით გადაიტანა, თუმცა გადარჩა.
მისი თქმით, ანას დედამ გოგონა რძეზე გაგზავნა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ის ხის ქვეშ უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ბავშვს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
ანა დელ ვალიე 2012 წლიდან მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც მას ნათესავები ხშირად ნახულობდნენ. თავშესაფარში კორონავირუსი მარტის დასაწყისიდან გავრცელდა. 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ COVID-19-ით ანაც დაინფიცირდა. სანჩესის თქმით, დიდი ხნის განმავლობაში ანას შესახებ ინფორმაციას ვერ იღებდნენ, მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის კლინიკაში იყო გადაყვანილი.
ოქტომბერში ანა დელ ვალიე თავისი 107-ე დაბადების დღის აღნიშვნას აპირებს. ის ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმულია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა.