შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 50 ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 3000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებით, Covid-19-ით შეერთებულ შტატებში 50 031 ადამიანი გარდაიცვალა.
შეერთებული შტატები სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
სულ შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების, 870 468 შემთხვევაა აღრიცხული. 80 937 პაციენტი გამოჯანმრთელდა.