საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 პაციენტი გამოჯანმრთელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 5
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.