ეროვნული გამოცდები შესაძლოა გადავადდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული გამოცდები არ გაუქმებდა და არც მექანიზმი შეიცვლება.
"მინდა გითხრათ, რომ ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი არ ემუქრება, ჩატარდება. აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადების ნაწილი, თორემ მექანიზმი ეროვნული გამოცდების ჩატარებისა, იქნება შენარჩუნებული", - თქვა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა განათლების ამუშავების ეტაპების შესახებ ცალკე პრეზენტაციას გამართავს და სწორედ იქ გახდება ცნობილი ყველა დეტალი, რაც საზოგადოებას აინტერესებს.