სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, განათლების საკითხებზე კიდევ ერთი პრეზენტაცია გაიმართება.