საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 431-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 114 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 5
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.