საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 425 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 111 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 5.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.