ბოლო ხუთი დღის დინამიკა ეპიდემიის სცენარის განვითარების იმედს გვისახავს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განუცხადა.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო ხუთი დღის დინამიკა იმედის მომცემია.
"ბოლო ხუთი დღის დინამიკა ეპიდემიის სცენარის განვითარების იმედს გვისახავს, ეს ის არის, რასაც ჩვენ გარკვეულწილად, ვიმედოვნებდით, რომ თუ მოსახლეობა მეტ-ნაკლებად მაინც შეასრულებდა იმ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, რასაც ქვეყნის მთავრობა და ჯანდაცვის სტრუქტურები იძლეოდა, მაშინ ჩვენ შევძლებდით გათამაშებულიყო ის სცენარი, რაც დღეს არის. ანუ, რამდენიმე ათეული შემთხვევა დღეში და არა რამდენიმე ასეული და ათასეული. იმის გარანტია, რომ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ეს დღეები იმედის მომცემია", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.