ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ევროპაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი ხანდაზმულთა თავშესაფრებში ცხოვრობდა. განაცხადა ჯანმოს-ს ევროპის რეგიონის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს კლიუგემ.
"ეს წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიაა", - განაცხადა კლიუგემ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროპის რეგიონში, თავშესაფრებში გრძელვადიანი ზრუნვა ხშირად უაღრესად უგულებელყოფილი იყო, რაც დაუშვებელია.
"ამ პანდემიამ ჩვენი ყურადღება მიაპყრო, საზოგადოების აქამდე დაუფასებელი და შეუმჩნეველი ნაწილისკენ. ევროპის რეგიონში, თავშესაფრებში გრძელვადიანი ზრუნვა ხშირად უაღრესად უგულებელყოფილი იყო. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს", - თქვა კლიუგემ და დასძინა, რომ თავშესაფრებში დასაქმებული ადამიანები "პანდემიის უსიტყვო გმირები არიან".