საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქალაქების მერებს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი განახლდება, მოსწავლეთა დასწრება სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ მედიას მაკრონის პრესსპიკერმა განუცხადა.
მაკრონის თქმით, მშობლებს, რომელთაც არ სურთ შვილების სკოლაში გაგზავნა, არ იქნებიან ვალდებულნი ეს გააკეთონ.
საფრანგეთში სასწავლო პროცესის განახლება 11 მაისიდან იგეგმება.
შეგახსენებთ, საფრანგეთში სასწავლო პროცესი 16 მარტს შეწყდა და სკოლები სწავლების ონლაინ ფორმატზე გადავიდნენ