ჩვენ უნდა შევაკავოთ ეს ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, აღარ აღინიშნება ახალი შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავდმყოფოს დირექტორიმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ქვეყანა მუდმივად ვერ იქნება და ვინაიდან არ არის მოლოდინი, რომ ინფექცია მალე სრულიად გაქრება, უნდა გვქონდეს ინფიცირებულთა რაც შეიძლება მცირე რაოდენობა, რათა გადადებისა და ახალი ინფექციების სიხშირე დიდი არ იყოს. მისვე თქმით, ეს ნიშნავს კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას.
"საბედნიეროდ, ჩვენთან ბოლო რამდენიმე ათეული ინფიცირებულია, თანაც ბოლო დღეებში მოიკლო. სულ ხუთი გარდაცვლილი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვი გარდაცვლილების. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე უნდა შევინარჩუნოთ ამ დონეზე. პირიქით, შეიძლება მოიკლოს კიდეც ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საგანგებო მდგომარეობას, საკარანტინო მოთხოვნებს, რომლებიც ცალკეულ რეგიონებში მოქმედებს, ზოგან მკაცრად ზოგან ნაკლებად მკაცრად, ამიტომ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, ამას ნიშნავს ცხოვრება კორონავირუსთან ერთად, რაც შეიძლება მცირე რაოდენობა უნდა გვქოდნეს ინფიცირებულების, რათა გადაცემათა და ახალი ინფექციების სიხშირე არ იყოს დიდი", - განაცხადა ცერცვაძემ.