საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და ამისთვის სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის. აცხადებს თბილისის შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
"ყველას აქვს თავისი პოზიცია, ყველანი მაინც გამოვდივართ გარკვეულად იქედან, რომ ეს სენსიტიური თემაა. ყველანი პატივს ვცემთ ეკლესიას, საქართველოს ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას – საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს, ამისთვის რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა საჭირო არ არის", - თქვა ცერცვაძემ.