ჩვენ ამ ვირუსთან ერთად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას
მისი თქმით, ქვეყანა ჯერ კიდევ კორონავირუსის კრიზისის დასაწყისში იმყოფება.
"ვითარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან რთული დარჩება", - თქვა მერკელმა და კორონავირუსთან ბრძოლისთვის ტესტირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყანა გააძლიერებს ამ მიმართულებით მუშაობას.
"ტესტირება, ტესტირება, ტესტირება - ეს არის წინსვლის გზა“, - დასძინა კანცლერმა.
ანგელა მერკელმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის ზოგიერთი ფედერალური მიწის ხელისუფლება სოციალური დისტანცირების ზომებს დაგეგმილზე ადრე ამსუბუქებს, რაც მიუღებელია.
"ჩვენ ჯერ ვერ დავუბრუნდებით პანდემიანმდელ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. მოდით, ჭკვიანურად და ფრთხილად ვიყოთ პანდემიასთან", - თქვა მერკელმა.