გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ კორონავირუსის კრიზისის დასაწყისში იმყოფება. ამის შესახებ კანცლერმა ბუნდესტაგში, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სიტუაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან რთული დარჩება.
"ჩვენ ამ ვირუსთან ერთად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება", - უთხრა კანცლერმა დეპუტატებს.
მან ასევე ისაუბრა, კორონავირუსთან ბრძოლისთვის ტესტირების აუცილებლობაზე და პირობა დადო, რომ გააძლიერებს ამ მიმართულებით მუშაობას.
"ტესტირება, ტესტირება, ტესტირება, ეს არის გამოსავალი", - დასძინა კანცლერმა.
ანგელა მერკელმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის ზოგიერთი ფედერალური მიწის ხელისუფლება სოციალური დისტანცირების ზომებს დაგეგმილზე ადრე ამსუბუქებს, რაც მიუღებელია.
"ჩვენ ჯერ ვერ დავუბრუნდებით პანდემიანმდელ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. მოდით, ჭკვიანურად და ფრთხილად ვიყოთ პანდემიასთან", - თქვა მერკელმა.