ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 774 შემთხვევა გამოვლინდა.
რუსეთის კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის 81 რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირების 4774 შემთხვევა გამოვლინდა. უმეტესობა მათგანი, 1959 შემთხვევა მოსკოვში დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებით 42 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ რუსეთის ფედერაციაში, ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 62 773 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 555 პაციენტი.