ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 100 ათას ევროს გამოყოფოს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
"ლიეტუვა განაგრძობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანადგომას. ლიეტუვის მთავრობამ გადაწყვიტა გამოყოს 100 ათასი ევრო, ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ლიეტუვური კომპანიების მიერ დამზადებული სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად სომხეთისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის", - წერს ლინას ლინკევიჩუსი.