მსოფლიოში კორონავირუსისგან 700 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვეგბგვერდზეა გამოქვეყნებული.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 701 426-ს შეადგენს.
სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 2 603 147 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 180 784 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.