კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ეს ვირუსი დიდხანს იქნება ჩვენთან. განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში ეპიდემია "სტაბილურად მიმდინარეობს ან ინფიცირებულთა რაოდენობა კლებულობს", მაინც არსებობს "შემაშფოთებელი აღმავალი ტენდენციები აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში".
"ნუ შეცდებით - ჩვენ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი, ეს ვირუსი დიდხანს იქნება ჩვენთან", - თქვა გენერალურმა დირექტორმა.
ღებრეისუსის განცხადებით, სანამ ხალხი იმედგაცრუებულია ხელისუფლებების მხრიდან სახლში დარჩენის მოწოდებებით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც ახლა ვხვდებით, არის თვითკმაყოფილება.
"სამყარო კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. თუმცა იქნება ახალი ჯანსაღი, უსაფრთხო და უკეთესად მომზადებული სამყარო", - დასძინა ღებრეისუსმა.