საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 105-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.
მისი თქმით, გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები და ამ დროისთვის დადასტურებული 416 შემთხვევა გვაქვს.
"გვქონდა 411 დადასტურებული შემთხვევა, დღის განმავლობაში უკვე დამატებულია ხუთი შემთხვევა და მათი უმრავლესობა არის კონტაქტები ადრე დადასტურებული ინფიცირებული შემთხვევების. მათი ეპიდკვლევა დაწყებულია. გამოჯანმრთელდა უკვე 105 ადამიანი, გვაქვს გარდაცვალების ხუთი შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.