დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული დეპარტამენტის (NHS) თანამშრომლებს კორონავირუსზე არასაიმედო ტეტსებს უტარებდნენ. იუწყება გამოცემა Telegraph-ი ქსელში გავრცელებული ინგლისის ჯანდაცვის დეპარტამენტის (PHE) დოკუმენტებზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ NHS-ის 100 ათასმა თანამშრომელმა და მათმა ნათესავებმა ვირუსის გამოსავლენად ეს ტესტები გაიარეს, რათა კორონავირუსის არარსებობის შემთხვევაში სამსახურში გასვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. თუმცა 11 აპრილს PHE-მ თანამშრომლებს გაუგზავნა სამსახურეობრივი დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ ტესტების შედეგები იმაზე ნაკლებად საიმედო აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
დოკუმენტის თანახმად, PHE-სა და NHS-ის ლაბორატორიების მიერ ჩტარებულმა ტესტებმა ურთიერთსაწინააღმდეგო რეზულტატები აჩვენეს, რამაც ნიმუშების განმეორებითი გადამოწმება მოითხოვა.
"ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ NHS-ის ათასობით მედდა და ექიმი, რომლებსაც უთხრეს, რომ კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, შესაძლოა, წასულიყვნენ სამსახურში, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, ინფიცირებულნი იყვნენ", - წერს გაზეთი.
PHE-ს 12-ვე ცენტრს აეკრძალათ არსებული ტესტების გამოყენება. მოგვიანებით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ჰელენ უეითლიმ Sky News-ს განუცხადა, რომ NHS-ის თანამშრომლები განმეორებით ტესტირებას გაივლიან.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130 184-ს შეადგენს, გარდაცვლილია 17 337 პაციენტი.