საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ბრიტანული თეატრალური კომპანია "ძაღლის იმიტაცია'' ეწვევა. კომპანია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტუმარია და წარმოადგენს სპექტაკლს "სასტუმრო მათუსელა".
ბრიტანეთის საბჭორს პატრონაჟით, ფესტივალის ფაგრლებში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 უორკშოპი ჩატარდება:
პირველი უორკშპოპის თემაა წარმოდგენის დადგმის მეთოდები. ეს უორკშოპი მონაწილეებს აცნობს კომპანიის მიერ შემუშავებულ სპეციფიკურ პერფორმანსთან დაკავშირებულ მიდგომებს, დაწყებული იმის ძიებით თუ რა ქმნის რეალიზმს თეატრში. ეს უორკშოპი მათთვისაა, ვინც თეატრალურ ხელოვნებას ეუფლება; აგრეთვე საინტერესო იქნება ახალგაზრდული თეატრალური კომპანიებისთვის.
მეორე უორკშოპის თემაა ექსპერიმენტი ნარატივზე. სესია ფოკუსირდება დროზე, მეხსიერებასა და პერფორმანსის ნარატივზე. უორკშოფის განმავლობაში მონაწილეები მუშაობენ თავიანთ ფიზიკურ და ქორეოგრაფიულ უნარებზე და ეცნობიან სივრცის გამომგონებლურ გამოყენებას, თან ახდენენ თავიანთი შესაძლებლობების განვითარებას რათა შეძლონ პერფორმანსის "პარტიტურის" გაკეთება - მისი ნაბიჯების გაზომვა და სტრუქტურა. უორკშოპის დასაწყისში გაიმართება არაორდინალური მოვლენა და ეს მიჩნეულ იქნება საწყის წერტილად, სადაც აქცენტი იქნება დროის რეკონსტრუქციაზე გამოცდილების კონდენსაციის და გავრცობის საშუალებით.
ცნობისთვის: "ძაღლის" ვიზუალური სტილის, შერწყმული ტექნოლოგიებისა და ნარატივის, კინოსა და თეატრის განსახიერება ამ ნამუშევარს საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმზიდველს ხდის. ნამუშევარი გაჯერებულია ევროპული ისტორიისა და ლიტერატურის ფართო თემატიკით, რასაც იგი ხშირად იღებს საერთაშორისო მწერლებისგან, მსახიობებისგან და ფილმების შემქმნელებისგან.
კომპანია ცნობილია ინოვაციური სცენოგრაფიით და მათ მიერ კომპლექსური და ამავე დროს ხელმისაწვდომი ნარატივებისა და თხრობის სულისშემძვრელი ტექნიკის მოდელების შექმნით. ეს ისტორიები ფოკუსირდება იმაზე, რამდენად გვახსოვს და რამდენად კარგად ვყვებით ისტორიებს ამ მოგონებების შესახებ; როგორი შეიძლებოდა დღევანდელი დღე ყოფლიყო, განსხვავებულად რომ ვეცხოვრა.
კომპანიას აქვს ტურნეებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება. ბოლო 5 წლის განმავლობაში მათ გამართეს შოუ პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, კვიპროსსა და ბულგარეთში და პარტნიორებთან ერთად საბერძნეთში, კვიპროსზე, იტალიასა და ჩილეში ერთობლივ პროექტებზე იმუშავეს.