ესპანეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 435 ადამიანი. ამგვარად, ქვეყანაში უკნასკნელი დღეების განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი სტაბილურ ნიშნულს ინარჩუნებს.
ეპიდემიის დაწყებიდან ესპანეთში 21 717 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა კორონავირუსის 208 389 შემთხვევა, მათგან 4 211 ბოლო 24 საათში. გამოჯანმრთელდა 85 915 პაციენტი, მათ შორის ბოლო ერთ დღეში - 3 401.
ესპანეთი ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ-ის ადა იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე აშშ-ის შემდეგ.
ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილიამ გუშინ განაცხადა, რომ ესპანეთში ეპიდემიის პიკი გადალახულია. მისი თქმით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების "მრუდის დახრის" ეტაპზე იმყოფება.