აშშ-ში კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 2 700-ზე მეტი პაციენტი დაიღუპა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, გასულ 24 საათში გარდაცვალების შემთხვევათა რაოდენობა 2 751-მდე გაიზარდა. წინა 24 საათში გარდაცვლილი იყო 1 433 ადამიანი. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან გარდაცვლილთა რიცხვმა 45 ათასს მიაღწია. ინფიცირებულია 820 ათასზე მეტი ადამიანი.
შეერთებული შტატები მსოფლიოში COVID-19-თ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.