COVID-19-სგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, COVID-19 სულ 98-მა პაციენტმა დაამარცხა.
როგორც ეზუგბაიამ თქვა, გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათის განავლობაში საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
„გუშინ დილას ამ პერიოდისთვის გვქონდა 408 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას დაგვემატა მხოლოდ სამი. გვაქვს 411 შემთხვევა. ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია, ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყაროებიდან და სვანეთის წყარო“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.