ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდი ხუთშაბათიდან დაიწყებს. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა მეთ ჰენკოკმა ბრიფინგზე განაცხადა.
მეთ ჰენკოკის დახმარებით, მთავრობამ ვაქცინაზე მომუშავე ოქსფორდის მკლევართა გუნდი კლინიკური ცდებისთვის 20 მლნ გირვანქა სტერლინგით დააფინანსა.
გარდა ამისა ვაქცინაზე მუშაობენ ლონდონის საიმპერიო კოლეჯშიც, რომელთაც უკვე აქვთ დაიმედებელი შედეგები. კოლეჯის მკვლევართა გუნმდა მთავრობისგან 22.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დაფინანსება მიიღო.
მანამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ-ვაქცინოლოგმა სარა ჯილბერტმა განაცხადა, რომ ვაქცინა შესაძლოა მზად იყოს სექტემბრის პირველ ნახევარში.
ჯანდაცვის მდივნის თქმით, ვაქცინაზე მომუშავე ჯგუფებმა დააჩქარეს ვაქცინის შემუშავების პროცესი ბრიტანეთის ჯანდაცვის მარეგულირებელთან შეთანხმებით.
"შედეგად, მე შემიძლია განვაცხადო, რომ ოქსფორდის მკლევართა გუნდი ვაქცინის კლინოკურ გამოცდას ადამიანებზე ხუთშაბათიდან შეუდგება", - თქვა ჰენკოკმა.
"გრძელვადიან პერსპექტივაში, ვაქცინა კორონავირუსის დამარცხების საუკეთესო საშუალებაა", - დასძინა მან.
მეთ ჰენკოკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი კორონავირუსთან ბრძოლის გლობალური ფრონტის წინა ხაზზეა და თავს არ ზოგავს ვაქცინის დროული შემუშავებისთვის.