მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით მსოფლიოში Covid-19-ით დაავადებულია 2 501 156 ადამიანი.
გარდაცვლილია 171 810, ხოლო გამოჯანმრთელებულია 659 732 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 97 ადამიანი, გარდაიცვალა 4 პაციენტი.