საფრანგეთში კორონავირუსით დაავადებულ 9 წლის ბიჭს 172 კონტაქტიდან არავინ დაუინფიცირებია, მათ შორის COVID-19 არ გადასდებია ბიჭის არც ერთ ახლო ნათესავსა და ოჯახის წევრებს. ამის შესახებ გაზეთი The Guardian-ი წერს.
ყველა ის პირი, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა ბიჭს, უსაფრთხოების მიზნით კარანტინში მოათავსეს.
ვიდრე ბიჭს კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, ის ზემო სავოიას დეპარტამენტში 3 სათხილამურო სკოლაში იმყოფებოდა.
The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ბიჭი მიეკუთვნება ბრიტანელ სტივ უოლშის კლასტერს, რომელიც დიდი ბრიტანეთის პირველი მოქალაქეა, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა.
უოლში კორონავირუსით სინგაპურში, პრესკონფერენციაზე ყოფნისას, იანვარში დაინფიცირდა. მოგვიანებით ის თავის ხუთკაცინ ოჯახსა და 10 მოზარდს შეუერთდა, რომლებიც ლონდონიდან ზემო სავოიაში სათხილამურო კურორტ კონტამინ-მონჟუაზე ჩაფრინდნენ.
The Guardian-ი აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები ამ ფენომენის კვლევისას, ვარაუდობენ, რომ ბავშვები შესაძლოა, არ იყვნენ კორონავირუსის ძირითადი გამავრცელებლები.