27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზუდვაზე", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე იყო გამოცხადებული. შემდგომ კი მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 10 მაისამდე დაანონსა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება შეიცვალა და საქართველო საგანგებო მდგომარეობაში 23 მაისამდე დარჩება.
ინფორმაცია განახლდება.