შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში იმიგრაციას დროებით შეწყვეტს. ამის შესახებ მან მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
"უხილავი მტრის შეტევის გათვალისწინებით და ასევე ჩვენი დიადი ამერიკელი მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, მე მოვაწერ ხელს აღმასრულებელ ბრძანებას, რომ დროებით შეაჩერონ შეერთებულ შტატებში იმიგრაცია!", - დაწერა ტრამპმა.
ამ დროისთვის უცნობია თუ რას ითვალისწინებს კონკრეტულად პრეზიდენტის ბრძანება და რა შეზღუდვებს მოიცავს ის.