კორონავირუსის პანდემიის გამო, ცნობილი ოქტობერფესტის ღონისძიება გერმანიაში გაუქმებულია. განაცხადა სამშაბათს ბავარიის პრემიერ-მინისტრმა მარკუს ზიოდერმა. იუწყება გერმანული გამოცემა Bild-ი.
"კორონავირუსთან ცხოვრება ნიშნავს ფრთხილად ცხოვრებას. სანამ ვაქცინა არ დამზადდება, ფრთხილად უნდა იყოთ. ჩვენ ვთანხმდებით, რომ რისკი ძალიან დიდია", - თქვა ზიოდერმა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ გერმანიაში ყველა მასშტაბური ფესტივალი და ღონისძიება 31 აგვისტოს ჩათვლით გაუქმდა.
ოქტობერფესტი ყოველწლიური ორკვირიანი სახალხო დღესასწაულია გერმანიაში, ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში. ტარდება სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში.
ოქტობერფესტი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანი ესწრება. დღესასწაული მსგავსი სახელით სხვა ქალაქებშიც ტარდება, თუმცა ტრადიცია დასაბამს მიუნხენში იღებს.