შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 400-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. გამოვლინდა დაავადების 25 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა. ცნობებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისი მონაცემებით, გასულ 24 საათში გარდაიცვალა 1 433 ადამიანი. რეგისტრირებულია კორონავირუსის 25 240 ახალი შემთხვევა.
აშშ-ში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გადრაცვლილთა რაოდენობა 42 ათასს აჭარბებს, ინფიცირებულია 784 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 72 ათასზე მეტი პაციენტი.