ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მესამე დღეა იკლებს. გასულ 24 საათში გარდაიცვალა 478 ადამიანი. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.
გუბერნატორის მიერ წარმოდგენილი გრაფიკის თანახმად, შტატში ჰოსპიტალიზირებულთა საერთო რაოდენობამ 19 აპრილს 16 103 შეადგინა, წინა 24 საათში - 16 213, მანამდე კი ამ მაჩვენებლმა 18 825-ს მიაღწია.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, 18 აპრილს გარდაიცვალა 507 ადამიანი, 17 აპრილს - 540, 16 აპრილს - 630, 15 აპრილს - 606, 14 აპრილს - 752, 13 აპრილს- 778, 12 აპრილს - 671, 11 აპრილს - 758, 10 აპრილს - 783, 9 აპრილს გარდაიცვალა 777 ადამიანი, 8 აპრილს - 799, 7 აპრილს - 779, 6 აპრილს - 731.
მონაცემები ცხადყოფს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა შტატში ყოველდღიურად კლებულობს.